წილოსანთან ინტერვიუს მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს

დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს.
პარლამენტი წერილში მიუთითებს, რომ “მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას”. ეს ჩანაწერი ფორმულას ეთერში არ გაუშვია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. რამდენიმე დღის წინ აკრედიტაცია გაუუქმეს მთავარი არხის ჟურნალისტსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება