ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წითლიძე: თავდასხმაში ოცნების 100-ზე მეტი ტიტუშკა მონაწილეობდა, მათ შორის საჯარო მოხელეები

წითლიძე: თავდასხმაში ოცნების 100-ზე მეტი ტიტუშკა მონაწილეობდა, მათ შორის საჯარო მოხელეები

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მას და მისი გუნდის წევრებს 100-ზე მეტი ქართული ოცნების მხარდამჭერი დაესხა თავს, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც.
ანა წითლიძემ ბრიფინგზე თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ნათესავია.
"საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად და წყნარად ვარიგებდით ფლაერებს და ვესაუბრებოდით მოსახლეობას, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა. ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქართული ოცნების ტიტუშკა, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდულის წევრებს, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ მე და რაც ყველაზე საშიშია, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას - ქალებს, ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენს დასაცავად, ეს ტიტუშკები გუშინ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
ყველა გაშიფრულია. ერთ-ერთი არის შოთა ბანჯალაძე, ვახტანგ გომელაურის ნათესავი, რომელთანაც მირონი აკავშირებს. ის არის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და ოცნების მხარდამჭერებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს ურიგებდა. [...] ასევე, გოგა მოსია, ზუგდიდში აიპის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილეა, რომელიც ფიზიკურად გვისწორდებოდა", - თქვა ანა წითლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.