წითლიძე გვარამია-მელიაზე – „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის

“ნაციონალური მოძრაობის კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ”, – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.
როგორც წითლიძე ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.
მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება ამით ხმები დააკლდეს,” – განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს