ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წითელ ზღვაში იემენის ჰუთის მეამბოხეებმა გემი გაიტაცეს და მძევლები აიყვანეს

იემენის ჰუთის მეამბოხეებმა წითელ ზღვაში გემი გაიტაცეს და ეკიპაჟის ყველა წევრი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სატვირთო გემზე ეკიპაჟის 25 წევრი იმყოფება.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომი გააფართოვოს, რადგან მეამბოხეთა ჯგუფის უკან მათი მტკიცებით ირანი დგას.
გემი, რომელიც იემენელებმა გაიტაცეს, ისრაელთან არის დაკავშირებული. ჰუთი მეამბოხეები ამბობენ, რომ „ყველა გემი, რომელიც ეკუთვნის ისრაელს, მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება“. მოგვიანებით მეამბოხეების სპიკერმა მოჰამედ აბდულ-სალამმა თქვა, რომ ისრაელს მხოლოდ „ძალის ენა ესმის და ეს მხოლოდ დასაწყისია“.
ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ გემზე ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებიან და მას ისრაელთან არანაირი კავშირი არ აქვს. გემის იაპონურმა ოპერატორმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის უკრაინელი, მექსიკელი, ფილიპინელი და რუმინელი მეზღვაურები არიან. ოფიციალურმა ტოკიომ გემის გატაცება დაგმო და თქვა, რომ გემი და ტყვედ აყვანილი ეკიპაჟის წევრები დროულად უნდა განთავისუფლდნენ. იაპონიის მთავრობა ამ მიმართულებით ისრაელის, საუდის არაბეთის, ირანისა და ომანის მთავრობებთან თანამშრომლობს.
ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ ეს „ისრანის ტერორისტული აქტია“. იერუსალიმის ინფორმაციით, გემი დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა, რომელსაც იაპონია იყენებს. თუმცა „ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ საჯარო დოკუმენტების მიხედვით, გემი ისრაელის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ეკუთვნის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.