პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"წითელი ჯვრის" პრეზიდენტი ღაზის ომის ჰუმანიტარულ პრობლემებზე შეხვდა "ჰამასის" ხელმძღვანელს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, მათი პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩი შეხვდა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს.
სპოლიარიჩი 20 ნოემბერს ჩავიდა კატარში ჰანიესთან შესახვედრად ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც წარმოშვა ღაზაში მიმდინარე ომმა. სპოლიარიჩმა ცალკე შეხვედრა გამართა კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან - იუწყება ICRC განცხადებაში.
ამ ცნობების ფონია მომლაპარაკებელთა მიერ წარმოებული სამუშაო შეთანხმების მისაღწევად "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი 240 ადამიანის გასათავისუფლებლად.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, უმეტესობა სამოქალაქო პირი.
თავდასხმაზე პასუხად ისრაელმა ღაზაში დაიწყო სახმელეთო და საჰაერო შეტევა, რომელსაც ემსხვერპლა 13 300-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, მათ შორის ათასობით ბავშვი - იუწყება ღაზის მმართველი "ჰამასი".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.