ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წითელი ჯვარი „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს, ორგანიზაციამ მათი ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო

წითელი ჯვარი „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მძევლების ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე, აფაჰის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო.
24 მძევლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კატარიც, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულ ჯგუფს შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი.
შეგახსენებთ, მანამდე ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.