ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წითელი ჯვარი: ვეძებთ 6 წლის გოგოს ღაზაში, რომელიც მანქანაში იყო ჩაკეტილი და შველას ითხოვდა

პალესტინის წითელი ჯვრის ინფორმაციით, ისინი 6 წლის ჰინდ რაჯაბს და მის გადასარჩენად წასულ მაშველებს ეძებენ. 6 წლის ბავშვი წითელ ჯვარს ტელეფონით დაუკავშირდა და მოუყვა, რომ მანქანაში იყო ჩაკეტილი ოჯახის გარდაცვლილ ექვს წევრთან ერთად.
"მე გეუბნებით, რომ ისინი მკვდრები არიან. ტანკი მოდის ჩვენკენ, ძალიან, ძალიან ახლოს არის" - თქვა ზარის დასასრულს 6 წლის გოგომ.
ჰინდ რაჯაბი მისი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. ისინი გაქცევას საკუთარი შავი Kia Picanto-თი გაქცევას ცდილობდნენ. მანქანას 29 იანვარს ცეცხლი გაუხსნეს და 6 წლის გოგოს დედის ბიძა ბასარ ჰამადა, მისი ცოლი და ოთხი შვილი მოკლეს. როგორც ცნობილია, ბასარ ჰამადას ოჯახმა გაქცევა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა უბნის ევაკუაცია მოითხოვეს. ისრაელის მხარის ცნობით, მათ არ იციან თუ ვინ და როდის გაუხსნა ცეცხლი ჰამადას ოჯახს.
პალესტინის წითელ ჯვარს თავდაპირველად ჰინდ რაჯაბის 15 წლის ბიძაშვილი ლაიანი დაუკავშირდა და მათ ეუბნებოდა, რომ ტანკი მათ გვერდით იდგა და ჯარისკაცები მანქანას ესროდნენ. როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენელი ლაიანს ეკითხებოდა თუ სად იმალებოდნენ, ამ დროს ტელეფონში სროლის ხმა გაისმა და ზარი გაწყდა. როდესაც წითელი ჯვრიდან აღნიშნული ნომერზე ხელახლა გადარეკეს ტელეფონი 6 წლის ჰინდიმ აიღო და დაუდასტურა, რომ მანქანაში მის გარდა ყველა გარდაცვლილი იყო. ჰინდი წითელი ჯვრის ოპერატორს სთხოვდა, რომ ვინმე მისულიყო და გადაერჩინა. ჰინდი წითელი ჯვრის წარმომადგენელს რამდენიმე საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა და ზარს არ წყვეტდა.
წითელი ჯვრის სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილას მალევე გაემგზავრა, თუმცა წითელმა ჯვარმა ასევე დაკარგა კონტაქტი მათ მაშველებთან. მათი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა უკვე 7 დღეა უცნობია. ოჯახის მანქანა სამხედრო ზონაში იმყოფებოდა, სადამდე მისვლის ნებართვაც წითელი ჯვრის ჯგუფს ისრაელმა მისცა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.