არქივი23 სექტემბერი, 2024, 13:22
,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი“ – მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს:
,, 23 – 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.