არქივი28 მაისი, 2025, 10:23
წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება შედარებით მაღალი ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე.
მცირე, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.