წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს

წვევამდელებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ.
დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.
8-თვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს