ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით” – ხოშტარიას პასუხი პროკურატურას

“წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით” – ხოშტარიას პასუხი პროკურატურას

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურას პასუხობს და წერს:
“დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.
დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.
ბოლომდე!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.