წერეთლის გამზირი გაიხსნა – საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა

თბილისის მერმა, მ, განაცხადა, რომ
წერეთლის გამზირი გაიხსნა.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დით, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვალს გავ­ხსნი­დით. გამ­ზი­რის ერთ მხა­რეს დას­რუ­ლე­ბუ­ლია გარე გა­ნა­თე­ბის ახა­ლი ქსე­ლის მო­წყო­ბა და მე­ო­რე ნა­წილ­ში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბის მო­პირ­კე­თე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­საც­დე­ლე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, შუქ­ნიშ­ნე­ბის მონ­ტა­ჟი და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, დარ­ჩე­ნი­ლია ტრო­ტუ­ა­რე­ბის მო­წყო­ბის და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ტის თვე­ში დას­რულ­დე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“