წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია | ენმ-მ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციის გართულების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრებმა დღეს საგამოძიებო უწყებას წერილით მიმართეს.
“კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს და ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს და ს მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და დაიწყოს გამოძიება.“ – განაცხადა ენმ-ის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა. წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლაღა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.
უკვე ცნობილია 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს. მათ შორისა, ერთ-ერთი ბერა ივანიშვილის მეგობრის შპს “პარმაა”.