ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წერეთლის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება – ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.