წერეთლის გამზირზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება – ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება – ირაკლი ბენდელიანი
როგორც შევპირდით მოსახლეობას, იანვრის ბოლოსთვის, საგზაო ნაწილი დასრულებული იქნება და შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი ავტომობილების გადაადგილება, ხოლო ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, მარტში დასრულდება, – ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა იანვრის ბოლოდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.
„როგორც შევპირდით მოსახლეობას, იანვრის ბოლოსთვის, საგზაო ნაწილი დასრულებული იქნება და შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი ავტომობილების გადაადგილება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, გაჩერებების კუნძულების მოპირკეთება. ამის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, . როგორც თბილისის მერმა განმარტა, დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას. ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მოწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება. მისივე თქმით, მოგვიანებით გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
კახა კალაძის თქმით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ
თბილისის მერმა გამზირზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ