ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე. 1-ელი მარტიდან კი ამ არეალში მცხოვრებ პირებს ავტომობილების რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მერი განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ავტომობილებს დაარეგისტრირებენ, პარკირების უფასო შესაძლებლობით ისარგებლებენ. პარკირება უფასო იქნება ასევე შშმ პირებისთვის, ელექტრომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.