ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წელს საქართველოში მოწეული ყურძნის მაღალი ხარისხი ქართული ღვინის ხარისხსაც გაზრდის - „შალაურის ღვინის მარანი“

წელს საქართველოში მოწეული ყურძნის მაღალი ხარისხი ქართული ღვინის ხარისხსაც გაზრდის - „შალაურის ღვინის მარანი“

„შალაურის ღვინის მარნის“ დამფუძნებლის შეფასებით, წელს საქართველოში მოწეული ყურძნის მაღალი ხარისხი ქართული ღვინის ხარისხსაც გაზრდის. ამის შესახებ დავით ბუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე მცირე მეღვინეობა, კახეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს რქაწითელის, საფერავის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის ღვინოებს სთავაზობს.
„საქართველოში ეს წელი უხვმოსავლიანი იყო და ჩვენი ვენახებიდან თუ პარტნიორი ფერმერებისგან მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღეთ. ამან მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება შესაძლებელი გახადა. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინოს ფასი საშუალოდ 20 ლარია, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე, მისი ღირებულება 9 – 10 დოლარია.
კარგი მოსავლის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ფასების მატებას მაინც არ ვგეგმავთ. ამასთან, არ ვიმატებთ ახალ სარეალიზაციო ობიექტებს“,- ამბობს „შალაურის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი.
„შალაურის ღვინის მარნის" პროდუქტი ამჟამად უკვე 6 ქვეყანაში - იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და პოლონეთშია წარმოდგენილი.
ბუაძე წლის დასაწყისში 2 ახალ საექსპორტო ბაზარზე, კერძოდ ინგლისსა და გერმანიაში გასვლას აანონსებდა. ამ ეტაპზე ამ ბაზრებთან მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.