ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.78 იქნება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.78 იქნება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2025 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.78 იქნება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველთვიურ ეკონომიკურ მიმოხილვაში წერია.
გარდა ამისა, Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. თუ აქამდე საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ახალი შეფასებით ის 7.5%-მდე გაიზარდა.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება, ხოლო ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, ის 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.