არქივი16 თებერვალი, 2025, 01:28
წელს ბიძინა ივანიშვილი 300 მლნ დოლარით გამდიდრდა - Bloomberg-ზე მისი ქონება რეკორდულ ნიშნულზეა

Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 399-ე ადგილს იკავებს.
ამავე რეიტინგის მიხედვით, ამ დროისთვის ივანიშვილის ქონება 7.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე მისი ქონება 300 მლნ დოლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 1.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 15 თებერვალს, Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება 6.75 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.