ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წელს, ბათუმში 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება

ბათუმში სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინვენტარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე, განათების სისტემა და მწვანე სივრცე.
„პროექტის ღირებულება 497 ათას ლარს შეადგენს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში წელს 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება.
სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძეს ერთად დაათვალიერა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.