არქივი30 მარტი, 2024, 12:24
წელს აზერბაიჯანში საფუძველი ჩაეყრება განახლებადი ენერგიის 4 ახალ სადგურს - ენერგეტიკის მინისტრი
„მწვანე სამყაროსადმი სოლიდარობის წლის“ ფარგლებში, აზერბაიჯანში დაგეგმილია განახლებადი ენერგიის 4 ახალი სადგურის მშენებლობა.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მასდარის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული სამუშაოები, წყალბადის წარმოების ღონისძიებები, ასევე კასპია-ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი და სხვა აქტუალური საკითხები.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.