,, წელიწადში 123000 ევრო იყო ჩემი შემოსავალი, როდესაც ევროპის საბჭოდან წამოვედი…” – რას წერს

,,ევროპული საქართველოს” წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
,,ისტერიკა აქვთ ატეხილი პოლიტიკურ მკვდრებს მკვდრებზე ასაკიდებლად.
ისინი რაღაც სისულელეებს გვაბრალებენ მათ, ვისაც ჩვენი შინაარსი, ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა გვაქვს და უშინაარსო მკვდრებზე აკიდება არ გვინდა.
ჩვენ ჩვენი სიცოცხლის უნარიანობის და ძალის გაზრდა გვინდა და ვიღაც უპირო და უპასუხისმგებლო პერსონაჟებთან ერთად გოლის გატანის შანსს ვერ ვხედავთ.
ვიღაც შეიძლება იზიარებდეს ამ ჩვენს ხედვას, ვიღაც არა.
მაგრამ ეს ჭუჭყიანები ტალახს ისვრიან – საბიუჯეტო დაფინანსებისთვის აკეთებენ, ერთი პროცენტიც რომ აიღონ, “სოლიდური ფული შერჩებათო”.
ვინც აი ამ ადამიანებით მოვაჭრე უპიროებისას დაიჯერებს, რომ , თამარ ჩერგოლეიშვილი, ვახო კალოიანი, კაკო ბობოხიძე, გიგი წერეთელი, თენგო კირთაძე, გიორგი ნონიაშვილი, ლიკა გახარია, ელისო ფაჩუაშვილი, შალვა ჯავახია, ტარიელ ლონდარიძე …და სხვები, იმისთვის ვცდებით, რომ თვეში 30, თუ 40 ათასი ლარი გავინაწილოთ, ის უბრალოდ გონებასუსტია და ჩვენთვის საინტერესო სამიზნე აუდიტორიას არ წარმოადგენს.
(ცნობისთვის, წელიწადში 123000 ევრო იყო ჩემი შემოსავალი, როდესაც ევროპის საბჭოდან წამოვედი, ტაბულა დავაფუძნე და სულ წამოვედი 2013 წელს. ანუ აი ის 300 ათასი ლარი რაზეც ზურა ჯაფარიძე და ინგა გრიგოლია საუბრობენ 🦦)
რაც შეეხება ამ ჯუჯალარ შანტაჟისტებს, ცხადია იმ ტალახს ისვრიან, რასაც საკუთარი კორუმპირებულობა აზელინებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია