არქივი4 ივლისი, 2025, 20:23
“წახალისება, სტიმულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის” – “ორბი ჯგუფის” დირექტორის კომენტარი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ბიზნესმენებსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა
შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილმა მედიასთან კომენტარები გააკეთა
მთავარის ინფორმაციით, “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ, თქვა:
“საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო თითქმის ყველა სეგმენტში, ჯანდაცვაში, დეველოპმენტის სექტორში, მომსახურების სფეროში, ტრანსპორტის სფეროში.
პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით, გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ საქართველოში ინვესტიციების შემოტანის“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.