ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წაქცეული ხეები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მანქანები – თბილისში ქარმა პრობლემები შექმნა

მერიის ცნობით, 28 დეკემბერს ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. კერძოდ, რამდენიმე ადგილზე წაიქცა ხეები, დაიმტვრა ხის ტოტები, რამდენიმე კერძო სახლს კი სახურავი გადახადა. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი, მათ შორის, საახალწლო მორთულობები. მერიის ინფორმაციით, წაქცეული ხეები რამდენიმე მანქანას დაეცა და დააზიანა.
მერიაში ამბობენ, რომ ქარმა პრობლემები განსაკუთრებით გლდანის რაიონში შექმნა. მათი თქმით, მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ნომერზე, 2 72 22 22-ზე დარეკონ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.