ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წაქაძე აქციაზე: ძალიან ბევრი ახალგაზრდა თრობის ქვეშ იყო

ეს არ არის ევროპული გზა, რაც გუშინ ქნეს და როგორი შეძახილები ხდებოდა და როგორ იქცეოდნენ ქუჩაში, რა მდგომარეობაში იყვნენ ის ახალგაზრდები. თრობის ქვეშ იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რისი თრობის ქვეშ იყვნენ, არ ვიცი. მე მაქვს ჩემი ქვეყანა, ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ნებისმიერმა ქვეყანამ, პატარა, თუ დიდი, დაიცვას სუვერენიტეტი და დისტანცია.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.