ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის” მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით

წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის” მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით
„პოლიტიკური „წესის აგების” პირას მყოფი ევრობიუროკრატები გვემუქრებიან იმით, რომ უახლოეს მომავალში მათი მოუსავლეთში გარდაუვალი გამგზავრების შემდეგ, ძალზე გაგვიჭირდება მათ გარეშე, მოგვენატრებიან და ამიტომაც, სამახსოვროდ გვიტოვებენ ვირტუალური სანქციებით დაშინება-დაშანტაჟებას.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიერ საქართველოსთან კავშირში სანქციების ხსენებასა და მუქარას ეხმაურება.
„ყველანაირად ცდილობენ საქართველოში „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის” კოლექტიური „ფონ კრამონების” სახელობის ფილიალი გაგვახსნევინონ. ძალზე ახლოს ვართ ამისთვის – დღე არ გადის, რაიმე ახალი სამუზეუმო ექსპონატით არ „გაგვახარონ”, რომელსაც მარკეტა გრეგოროვაზე ჩვენი ფანტომური მონატრების ტკივილი ახლავს თან. წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის” მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით…“ – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.