ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok აიკრძალოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა სოციალური ქსელი TikTok აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).
კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი აშშ-ის მასშტაბით აპლიკაციების მაღაზიებს აეკრძალებათ თავიანთ პლატფორმებზე TikTok-ის აპლიკაციის განთავსება.
ამ მომენტისთვის, უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატაში - სენატში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მის მაგიდაზე მოხვედრის შემთხვევაში (თუ კანონპროექტი სენატშიც დამტკიცდება) ის აღნიშნულ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.