ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები

წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ვიზიტს ეხმაურება. მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც ხელისუფლების დამხობას ითხოვენ და მათ მხარი დაუჭიროს.
„წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე, ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს განცხადებები, რომ დგას ამ მომიტინგეების გვერდით და უერთდება მათ მოთხოვნებს, ასევე, გააკრიტიკოს ლიეტუვის ან გერმანიის ვთქვათ ლუთერანული ან კათოლიკური ეკლესია და თქვას, რომ ეს ეკლესიები არ ასახავენ ლიეტუვის ან გერმანელი ხალხის ინტერესებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.