პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერის კვალიფიკაციის პირველი შეხვედრა მოიგო

წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერის კვალიფიკაციის პირველი შეხვედრა მოიგო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე წარმატებული სტარტი აიღო და კვალიფიკაციის ნახევარფინალში მსოფლიოს 168-ე ნომერი 23 წლის ფრანგი ტერენს ატმანე სამ სეტში 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა.
ჩვენებურმა 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დაკარგა. ნიკოლოზის ანგარიშზე 15 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ატმანესთან ურთიერთდაპირისპირებებში ქართველი 2:0 დაწინაურდა.
ტურნირის ძირითად ბადეში შესასვლელად ნიკოლოზი დღეს თბილისის დროით 22:30 საათიდან იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.