წამქეზებლების მიერ დაფინანსებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული, ასევე, ამიერიდან აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ეროვნულ გვარდიას ლოს ანჯელესში შესრულებული სამუშაოსთვის და აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს.
„ეროვნული გვარდიის შესანიშნავი სამუშაო ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, როგორც ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამოცანას (მხოლოდ შეხედეთ, როგორ გაუმკლავდნენ ისინი ხანძრებს და ახლა მათი ძალიან ნელი რეაგირება კატასტროფაზე). წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული. ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.
შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით