წალკაში კარანტინი გამოცხადდა - Netgazeti
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში გარეული ცხოველის — მელას — პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევის თანახმად, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.„დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები — ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.