წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა

წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა. როგორც „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, აკადემიის გახსნა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ.
დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით „იუვენტუსის“ აკადემია წალენჯიხაში, რაც ამ პატარა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია.
დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან.
მადლობა დავიდ ტრეზეგეს და „იუვენტუსის“ მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის“,- აცხადებს ხაზარაძე.
ინფორმაციას ამის შესახებ „ლელოს“ პრესსამასახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში