ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წაგვართვა კამერა, მობილური, მუშტი მთელი სიძლიერით ჩამარტყა” – მაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებზე

“წაგვართვა კამერა, მობილური, მუშტი მთელი სიძლიერით ჩამარტყა” – მაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებზე

“ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა, მომხდარზე ჰყვება.
მარიამ მაკასარაშვილს ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ჯგუფი უწევს დახმარებას. მისი ჩივილებიდან გამომდინარე ექიმებმა ჟურნალისტის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა პოლიცია.
“როცა აქ მოვედით გიორგის [შინჯიკაშვილის] სახლთან მამამისი აქ იმყოფებოდა. მივედით და ვკითხეთ შეიძლებოდა თუ არა მასთან გასაუბრება. არსებობს ჩანაწერი, რომ გვითხრა “მობრძანდითო”… ჩვეულებრივად გვესაუბრებოდა, ისიც გვითხრა, რომ ხარებასთან არანაირი დაპირისპირება ჩემ შვილს არ ჰქონიაო… დავასრულეთ ინტერვიუ, რაც მისი ნებაყოფლობით იყო. გამოვედით გარე სივრცეში, ჩემი ოპერატორი კადრს იღებდა, მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა, ხელში რომ დაიჭირა მოტეხა განათების ნაწილი და კიდევ რამდენიმე ნაწილი [კამერას]… რომ დაინახა მობილური მქონდა ეგონა ვიღებდი, ეს მობილურიც გამომართვა… მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა სახისა და თავის არეში… თავბრუსხვევა მაქვს, თავის ძლიერი ტკივილი და თვალის ძლიერი ტკივილი. მივდივართ კლინიკაში. რამდენიმე მანქანა მოვიდა შავი დაბურული მინებით და გვითხრეს: “ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთო, მაგრამ რატომ მოხვედით აქ და ხარებაზე კითხვებს რატომ სვამდითო?” – ჰყვება მარიამ მაკასარაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.