წაგება თურქეთთან - საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ცოტა დააკლდა
საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში გასვლაზე ლიდერ თურქეთთან 0:2 დამარცხდა, რომელმაც ტურნირი გოლგაუშვებლად დაასრულა.
საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა, უფრო ძლიერ მეტოქესთან ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.
პარალელურ მატჩში ლუქსემბურგი სახლში ლიეტუვას დაუზავდა - 1:1.
C ლიგის მეორე ჯგუფში 18 ქულით გამარჯვებული თურქეთი გახდა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და საქართველომ 5-5 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა და ჯგუფური ბარიერი გადალახა. ლუქსემბურგმა მესამე პოზიცია დაიკავა, მეოთხე კი საქართველომ.
თურქეთი - საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ჰიზი (26), 2:0 თურქოღლუ (41)
საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ტატუაშვილი (ნარსია 90+3), ქადაგიშვილი (ამბალია 46), კალანდაძე, ქველიძე, დანელია, მატვეევა (ბოლქვაძე 70), ბუხრიკიძე (პავლიაშვილი 88), ბებია, ბაქრაძე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.