“ძროხები არ დახოცილა, დავკალით და გავყიდეთ” – პაპაშვილი

“არ დაგვეხოცა საქონელი, დაიხოცა არ ნიშნავს რომ დაიხოცა… ” – ბიზნესმენი, ყვარლის ბაგას მფლობელი, ლაშა პაპაშვილი bm.ge-თან ამბობს, რომ საქონლის დახოცვა დახოცვას არ ნიშნავს. ამბობს, რომ ჩირინას რომელი საქონლის სიკვდილიანობის ანაზღაურებასაც სთხოვს დაკლა და გაყიდა.
არა, არ დაგვეხოცა, ჩვენ დავკალით ძროხები. იყო დახოცვის ქეისებიც, ძაან ცოტა იყო ეგეთი. დახოცილი იქნება სულ თითზე ჩამოსათვლელი, წელიწადში 10-15. სიკვდილიანობა ნიშნავს, რომ დავკალით, აბა, რას ნიშნავს? 3-5 დღის მკურნალობის მერე აღააა სახიფათო ხორცი მომხმარებლისთვის. სასაკლაოზე რომ ვაგზავნი ძროხას, როგორს გავაგზავნი როგორ ფიქრობთ? ჯანმრთელს გავაგზავნი? მეწველს გავაგზავნი? არაბერწს გავაგზავნი? ვაგზავნი რომელიც პრობლემურია – გაბერწდა, აბორტი ჰქონდა და ა.შ. ცოცხალი წონის ფასი იყო 1.5 ლარი. ახლა უფრო მაღალ ფასში ვყიდით ბევრად. აქედან 40 პროცენტი ამოდის სუფთა ხორცი. სკანდალი საერთოდ არ არის, 22 ტონა რძეს ვაწვდი სანტეს ყოველ დღე და თუ ჭამთ სანტეს, ესე იგი ჩემსას ჭამთ.
ყვარლის ბაგა ამტკიცებს, რომ სიკვდილიანობა საქონლის 2018 წელს – 79 შემთხვევა იყო, 2019 წელს – 155 შემთხვევა, სწორედ ამ რაოდენობას ედავება ჩირინას და სთხოვს ანაზღაურებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება