ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა ხეები, გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა.
მათივე ცნობით, გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა.
„მოგლეჯილმა ხემ ავტომობილი დააზიანა, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, - აღნიშნულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.