ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერმა ქარმა კახეთში ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავი გადახადა

ქარმა, რომელიც დაახლოებით, ათ წუთს გაგრძელდა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძები. სოფელში სულ მცირე 5 სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. წაქცეულია სიმინდის ნათესები.
სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ათავისუფლებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.