ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა.
კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის შემთხვევები.
მერიის ცნობით, თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.