ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერი წვიმა, თოვლი, ქარბუქი და ქარი - როგორია ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილის განცხადებით, დღეს და მომდევნო დღეებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. მისივე ცნობით, 7 იანვრიდან მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
"დღეისთვის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უმეტეს ნაწილში გვექნება ძლიერი წვიმა, მთაში და მაღალ მთაში - თოვლი და ქარბუქი. მომდევნო დღეებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. კერძოდ - უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთებში და მაღალ მთებში - მოთოვს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 7 რიცხვიდან გაუმჯობესდება მეტეოროლოგიური პირობები, ქარის სიჩქარეც შემცირდება და დაიკლებს," - აცხადებს სინოპტიკოსი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.