ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ
ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.