ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერი წვიმა და მაღალ მთაში თოვლჭყაპი - როგორი ამინდი იქნება 7 მაისს საქართველოში

7 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +6 +17გრადუსი იქნება.
ღამით ყინვა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში მაღალმთიანეთში. ტემპერატურა -1 +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, ტემპერატურა +7 +18 გრადუსის ფარგლებში იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც, ტემპერატურა +10 +17 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.