არქივი22 ივლისი, 2024, 23:24
ძლიერი წვიმა გორში – დაიტბორა ქუჩები
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გორში – რკინიგზის სადგურის დასახლებაში წყლის ძლიერ ნაკადს სანიაღვრე სისტემამ ვერ გაუძლო და ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვის გადაადგილება გართულებული იყო. ელექტროფიკაციის დასახლებაში კი, მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე გაიზარდა, დასახლებაში ნიაღვარმა მთიდან მიწა და ლამი ჩამოიტანა.
,,მთავარი არხი”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.