ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერი წვიმა ავსტრიაში - დაიტბორა ვენის ნაწილი

ავსტრიის დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად ვენის ნაწილი დაიტბორა.

უცხოური მედიის ცნობით, უამინდობის გამო ათობით რეისი გადაიდო. ვენაში სტიქიამ ტრანსპორტის მოძრაობაც შეაფერხა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ვენის ჩრდილო-დასავლეთის რაიონი დოლბინი.

გარკვეულ რაიონებში წყალდიდობამ და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ვენაში აგვისტოსთვის რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.