ძლიერი ყინვების გამო ფინეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდი მოხსნას
ძლიერი ყინვების გამო ფინეთი, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდს მოხსნის.
4 იანვარს 30 გრადუსიანი ყინვის პირობებში, პიკის საათებში 19:00-დან 20:00 საათამდე მოხმარების მოცულობამ თითქმის 15 ათას მეგავატს მიაღწია. რეკორდული მაჩვენებელი 2016 წლის 7 იანვარს 15 105 მეგავატი იყო.
ელექტროენერგეტიკული ქსელის ეროვნული ოპერატორი Fingrid-ი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სავარაუდოდ დაამყარებს მოხმარების ახალ რეკორდს.
„შიდა წარმოების გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ელექტროენერგიის მოცულობა საკმარისია საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის შვედეთიდან და ესტონეთიდან იმპორტის წყალობით. მოხმარების იმპორტის წილი ამჟამად 20%-ს შეადგენს და ნაკლებად ექსტრემალურ ცივ ამინდში ფინეთი ხშირად ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს“, - წერს ფინური მედია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.