არქივი30 აგვისტო, 2025, 17:10
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამი რეისი ვერ მიიღო

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამი რეისი ვერ მიიღო.
უამინდობის გამო, ლარნაკას, პოზნანის რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდნენ, ატირაუს რეისი კი თბილისში ჩამოფრენის შემდეგ კვლავ უკან, ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის რეისებს უკვე ჩვეულ რეჟიმში იღებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.