ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერი უამინდობა ლარსზე - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ასობით მანქანა საცობში გაიჭედა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე თოვლის გამო ასობით მანქანა დაგროვდა. უამინდობის გამო ზემო ლარსის გამშვები პუნქტი და საზღვრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. როგორც SHOT წერს, მძღოლები თითქმის 24 საათის განმავლობაში საცობში არიან ჩარჩენილი.
წინა დღეს, 19 ნოემბერს, უხვი ნალექისა და საზღვრის როგორც ქართულ, ასევე რუსულ მხარეს ზვავსაშიშროების გამო გზები დაიკეტა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური უამინდობის გამო დაიკეტა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ზემო ლარსის ერთადერთი საგუშაგოს - ყაზბეგის გავლით შეგიძლიათ.
რატომ იღვიძებს ადამიანი სიზმარში სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე?
„ჩემი პატარა ბიჭი“ - ზუკა დავითაშვილი შვილთან შეხვედრის ემოციურ კადრებს აქვეყნებს

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.