“ძლიერი საქართველო” საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს

“ძლიერი საქართველო” საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება და სწორედ რუსული სპეცოპერაციით მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები:
“ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ უნდა არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ სამარცხვინო მმართველობამ ოპოზიციის ხმები მოიპარა, მიითვისა და ქართველ ხალხს წაართვა ევროპისკენ მიმავალი გზა. ჩვენ, “ძლიერი საქართველო” არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს,” – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სიების ჩახსნაზე გადაწყვეტილება კოალიციას დიდი ხანია მიღებული აქვს:
“ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა და დღეს მივმართავთ ცესკოს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სიმტკიცით და იმ პროტესტით, რაც ქუჩებში მიმდინარეობს, მოვახდენთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების დემონტაჟს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.”
სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს გუშინ მიმართა “კოალიციამ ცვლილებებისთვის. როგორც მან განაცხადა, ცესკოს პასუხის შემდეგ კოალიციის ის წევრები, რომლებიც გამსვლელ სიაში არიან, პარლამენტს ინდივიდუალურადაც მიმართავენ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან