“ძლიერი საქართველო – ლელო” ემიჯნება ალეკო ელისაშვილის ქმედებას

“ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ძლიერი საქართველო – ლელო” ავრცელებს.
“ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი”, – აცხადებენ ლელოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ცეცხლის გაჩენა სცადა. ელისაშვილის ადვოკატის თანახმად, დაკავებული პოლიტიკოსი ფაქტს აღიარებს და აცხადებს, რომ მან ეს პროტესტის ფარგლებში გააკეთა. ელისაშვილის ქმედებას გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება