„ძლიერი საქართველოს“ წევრი როლანდ შავაძე – განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება

განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შავაძემ აღნიშნა, საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც მისივე შეფასებით „თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას“.
„განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა.
ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური” მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” პროპაგანდის გასავრცელებლად“, – აღნიშნა შავაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო