„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, არჩევნების დღესთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინეს

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, არჩევნების დღეს ჩადენილ დარღვევებთან­ დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მტკიცებულებები ორ დისკად გადაეცა, როგორც სასამართლოს, ასევე, საოლქო კომისიის წარმომადგენელს.
მათი მოთხოვნაა, გაიხსნას ბოლნისის ოლქში შემავალ უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია და ქვითრები, ხოლო არჩევნების ძველი წესით ჩატარებულ უბნებზე კი შემოწმდეს სამაგიდო სიები და ხელმოწერები.
„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა, ბათილად იქნას ცნობილი ბოლნისის საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმები, მოხდეს ხელახალი გადათვლა, რომლის მიზანია აისახოს კენჭისყრის სამართლიანი შედეგი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერებული პროცესის შემდეგი ბედი.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს.
„მიუხედავად იმისა, რომ მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია გადაწყვეტილებას დაველოდებით, რაც დიდი ალბათობით, იქნება კვლავაც უკანონობის დაკანონება, რაც გახდება კიდევ ერთი არგუმენტი საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნისა“, – აღნიშნა გალდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა